18 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა სრულად უნდა გაუქმდეს - სამოქალაქო სექტორის კვლევა

საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნა-შერჩევის ფორმას მთავარ ხარვეზად მიიჩნევენ სამოქალაქო სექტორში.

სასამართლოებში გასულ წელს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს.

ანგარიშის დეტალები დღეს პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

კვლევის პრეზენტაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც დაესწრება.

კვლევაში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც. ერთ-ერთი მათგანი მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გაუქმებას ეხება.

„სასამართლო არის განსახორციელებელი ძირეული ცვლილებები და ფართომასშტაბიანი რეფორმა მთელი რიგი მიმართულებებით. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის, მოსამართლეთა-შერჩევა დანიშვნის, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით. რეკომენდაცია შეეხება იმას, რომ გამოსაცდელი ვადა სრულად უნდა გაუქმდეს,“ - განაცხადა საია-ის წარმომადგენელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ.

დღის ამბები