მოხეში კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. რელიგიური ერთობების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მუსლიმთა სამმართველოს მეჩეთის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს გადასცემენ. ხოლო შენობას, რომელზეც მხარეებს შორის დავა მიმდინარეობდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.