ფასანაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულმა 2 მოქალაქემ ბრალი აღიარა. სასამართლომ ისინი 400-400 ლარის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე 2 საათის განმავლობაში ისმენდა არგუმენტებს დაიკითხნენ მოწმეებიც.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების წარსადგენად ერთდღიანი ვადა ითხოვა, თუმცა შუამდგომლობაზე მოსამართლემ უარი განაცხადა, ხოლო ბრალდების მხარემ მტკიცებულებად დაკავების ოქმი წარადგინა, სადაც დაკავების ადგილმდებარეობა და ზუსტი მიზეზი აღწერილი არ იყო.
ხანდოს ხეობასა და ფასანაურში მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. შალვა ხუციშვილის განცხადებით, პოლიციელები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.
“დასკვნების გაკეთება ადრეა. მოგეხსენებათ, გარკვეულ ექსპერტიზებზეა საუბარი, გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ჩვენი მიზანია, რომ ზუსტად განვსაზღვროთ, ეს იყო ადამიანური ფაქტორით, ეს იყო ტექნიკური ნორმების უგულებელყოფით თუ ასე შემდეგ. ამიტომ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას და წინასწარ რაიმე კომენტარი არ იქნებოდა სწორი,“ - განაცხადა ხუციშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით კი, ისინი ხანდოს ხეობაში იმორიგევებენ, რათა მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზების სამუშაოები არ აღდგეს.