30 სექტემბერი 2024,   23:35
ვრცლად
"შეანელე სვლა, გაუფრთხილდი სიცოცხლეს" - მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მეორე კვირეული მიმდინარეობს

გაეროს ინიციტივით, მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მეორე კვირეული მიმდინარეობს. გლობალურ წამოწყებას საქართველოც უერთდება. 14 მაისის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. შეანელე სვლა, გაუფრთხილდი სიცოცხლეს კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის სტატისტიკასა და პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

„საქართველოში ავარიაში არავინ აღარ უნდა დაიღუპოს, ეს არის მთავარი მიზანი,“ - აღნიშნა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ.

დღის ამბები