მარნეულში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. კლინიკა აერთიანებს, როგორც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას, ბავშვთა დიაგნოსტიკურ, ასევე გინეკოლოგიურ დეპარტამენტებს.
კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი ჩართულია სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში.