18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ევროპის დღეები" - შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის

ევროპის დღეების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის. შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სფეროში არსებულ მიღწევებზე, ვიზალიბერალიზაციისა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების სარგებელზეც ისაუბრეს.

„შეხვედრის მთავარი თემა იყო ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, პარლამენტის როლი ამ პროცესში და რის გაკეთება შეგვიძლია ერთად. ასევე ვილაპარაკეთ მომავალზე. საინტერესო იყო იმის მოსმენა, რის გაკეთებას გეგმავს პარლამენტი ეკონომიკის, განათლებისა და საგარეო ურთიერთობების სფეროებში და ასევე რა სახის კანონების მიღებას აპირებს. ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები