ახალი მიმართულებით ფრენებს იწყებს კომპანია Georgian Airlines. მაისიდან დაინიშნება პირდაპირი რეისი ლონდონის, ივნისიდან კი პრაღის მიმართულებით.
Georgian Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, კომპანიამ ახალი თვითმფრინავებიც შეიძინა, უახლოეს თვეებში იგეგმება დამატებით ახალი მიმართულებით ფრენების დამატებაც.