18 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს

ბათუმში დაკარგული 13 წლის გოგონა იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ის ამ დროისთვის სახლში იმყოფება. გოგონა პოლიციამ ბათუმში იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ საქმეზე მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია ტონოკანიანი სახლიდან გუშინ, დღის 12 საათზე გავიდა. გოგონას საკუთარი მობილური თან ჰქონდა, მაგრამ აპარატი გამორთული იყო. ოჯახმა პოლიციას დღეს მიმართა.

როგორც მოზარდის დეიდამ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, გოგონა ამ დროისთვის ბათუმის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. იქიდან გამომდინარე, რომ გოგონა არასრულწლოვანია, მას თან ბიძა და მამიდა ახლავს.

 

ალინა ქავთარაძის თქმით, მას გოგონასთან ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ დაზიანებები არ აღენიშნება.

 

 

დღის ამბები