18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სავარაუდო გარიგება ხელისუფლებასა და მურუსიძეებს შორის - ზაზა ხატიაშვილი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხმაურება

იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა მოსამართლეებად უვადოდ დაინიშნენ, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის სავარაუდოდ, გარიგება შედგა.  

„ადმინისტრაციულ პალატაში ჩინჩალაძის და მურუსიძის გადაყვანა, ეს არის ის, რომ ბოლო ინსტანცია საარჩევნო დავებზე არის ადმინისტრაციული პალატა და მისი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება. აქედან გამომდინარე, ყველა ღონეს მიიღებს ხელისუფლება, რომ არჩევნების შემთხვევაში, ჩინჩალაძემ და მურუსიძემ მიიღონ საბოლოდ გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ეს არის სავარაუდო გარიგება ხელისუფლებასა და მურუსიძეებს შორის,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

კომენტარი ზაზა ხატიაშვილმა ცოტა ხნის წინ, ფუნიკულიორის კომპლექსში გააკეთა, სადაც ამ წუთებში საქართველოს, ბალტიისა და დსთ-ის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია იწყება.

დღის ამბები