ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობით საგარეო პოლიტიკის შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად, გამოკითხულთა 36% სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს ასახელებს.
ტელეკომპანია იმედს 28%, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელს 3%.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.