18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
თელავში საკონსტიტუციო განხილვას ძირითადად მუნიციპალიტეტის ან საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებიან

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას ძირითადად მუნიციპალიტეტის ან საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებიან.

ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც სამუსიკო სკოლაში მუშაობს, აცხადებს, რომ ის განხილვაზე გამგეობამ მიიწვია. მისი აზრით, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს.  

ადგილობრივების ნაწილი ასევე აცხადებს, რომ ადგილზე ძირითადად კახეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებიან და არა რიგითი თელაველები.  

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს. ამჯერად, დისკუსიას არ დაესწრება პრეზიდენტი, თუმცა მმართველ გუნდთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე დღეს ოპოზიციაც იმსჯელებს.

 

დღის ამბები