ხელისუფლებას სჭირდებოდა ე.წ. ტროიკა - ჩინჩალაძე, მურუსიუძე, ცერცვაძე, რომლებიც ანგრევდნენ ამ ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობას - ეს განცხადება, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გააკეთა.
ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა მოსამართლეებად უვადოდ დაინიშნენ.
ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძეა.
„სამართლიანი სასამართლო წაართვეს ამ ქვეყანას და ჩვენი შვილები რომ დაიბადებიან, მათ უნდა მურუსიძეების, ჩინჩალაძეების და ცერცვაძეების სასამართლოს ქვეყანაში იცხოვრონ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სავარაუდო დამნაშავე, ეს იყო ჩინჩალაძე, რომელიც იყო საყრდენი სასამართლო სისტემაში ხელისუფლების,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.