18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილი მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ადგილობრივ მუსლიმებს სთავაზობს, რომ სადავო შენობა გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და სოფელში მუსლიმებისთვის მეჩეთი აშენდეს, სოფელი მოხეს მართლმადიდებლებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილი ეთანხმება და მოსწონს კომისიის გადაწყვეტილება, ნაწილი კი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომ სოფელში ხელისუფლება სამუფთო სამმართველოსთან ერთად, მეჩეთის მშენებლობას გეგმავს.

მართლმადიდებლების ნაწილი აცხადებს, რომ მუსლიმებს მეჩეთი აქვთ, თუმცა ამას არ აღიარებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები