18 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
ექთნის საერთაშორისო დღე თბილისში

საქართველოში ექთნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღის აღსანიშნავად, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ექთნებისადმი მიძღვნილი კონცერტი სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლმა გამართა.

ღონისძიების ორგანიზატორმა ევექსმა სამედიცინო კორპორაციაში დასაქმებული ყველაზე უხუცესი ექთნებიც დააჯილდოვა.

საქართველოში ამ პროფესიით 14 000 ათასი ადამიანი მუშაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკთა ამ რგოლში მაინც კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

დღის ამბები