18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ევროპული საქართველოს ლიდერებმა ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრეს. მათი განმარტებით, აუცილებელია მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროული გამოძიება და ასევე შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებული კანონმდებლობის ეფექტური დაცვა.

„რა მოხდა და როგორ მოხდა, ამაზე უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ დღეს მთავრია, რომ გვერდში დავუდგეთ ოჯახს, გვერდით დავუდგეთ ტყიბულს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამის შემდეგ მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს.

„კომპანიას ევალება, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს მომავალში და არ შეიძლება, რომ ადამიანები, რომლებიც ისედაც მძიმე პირობებში შრომობენ, მათ სიცოცხლეს ემუქრებოდეს საფრთხე და ამ მიმართულებით უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს ყოველმხრივ დაცული,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები