რიგით მე-8 ღვინის ფესტივალი გაიხსნა მთაწმინდის პარკში. ღონისძიება საქართველოს ღვინის კლუბისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დაგემოვნება შეეძლებათ.
ფესტივალზე საკუთარი სტენდები აქვთ, როგორც მცირე საოჯახო მარნებს, ასევე ღვინის მსხვილ კომპანიებს.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ 2016 წლის მოსავლის ღვინო.