სავარაუდო თაღლითური სქემაზე, რომლის შედეგადაც 6 ოჯახი ბინის გარეშე დარჩა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. დაზარალებულების თქმით, მათი ფულის მითვისებაში და ბინების გარეშე დატოვებაში სამი მხარე მონაწილეობს. მათი ვარაუდით, თაღლითური სქემა სასულიერო პირს, მმართველი პარტიის შემომწირველ ბიზნეს-სექტორს აერთიანებს.
მათთვის ბინებს კომპანია ალფას ბიჯი აშენებდა. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში მოძღვარმა სწორედ ის მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, რომელზეც კორპუსი უნდა აშენებულიყო. დაზარალებულები ფიქრობენ, რომ მოძღვარი ვლადიმერ ვახტანგაძე გაურიგდა ახალ კომპანიას და მის მფლობელს, ქართული ოცნების შემომწირველ, ლაშა ჩიხრაძეს და 6 ოჯახი საცხოვრებელი ფართის გარეშე დატოვა.
მობინადრეთა უფლებების ინტერესების დასაცავად ადვოკატმა, კობა კობალაძემ, პროკურატურას უკვე მიმართა. თუმცა იურისტს ობიექტური გამოძიების იმედი არა აქვს. ადვოკატი ფიქრობს, რომ თაღლითური სქემის მონაწილეების ვინაობიდან გამომდინარე, ხელისუფლება მათ წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საქმეების ობიექტურ შესწავლას მოითხოვენ და სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ. დაზარალებულები კი საგამოძიებო უწყებების გადაწყვეტილებას და საცხოვრებელი ფართების მიღებას ელოდებიან.