18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის დოკუმენტები და მერიის მიერ ფარცხალაძისთვის საგანგებო პირობების შექმნა - აუდიტის დასკვნის დეტალები

„ჯერჯერობით არ არის რეკომენდირებული მისი დაკითხვა,“ - ასე აფასებს ალადაშვილის კლინიკის ექიმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ჯანმრთელობას.

ლაშა თორდიას კომპლექსური გამოკვლევები ჩაუტარდა, მათ შორის ტომოგრაფიული გამოკვლევაც, რის შემდეგაც, ექიმების კონსილიუმის გადაწვეტილებით, პაციენტი კლინიკაში მომდევნო 72 საათის განმავლობაში დარჩება.

„ვინაიდან პაციენტს აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ეს დიაგნოზი ითვალისწინებს წოლით რეჟიმს, არ შეიძლება მისი ადგომა, სიარული, გარკვეული რეჟიმის დაცვა არის საჭირო, ამიტომ,“ - აცხადებს ექიმი მარიამ ხელაძე.

ლაშა თორდიას განცხადებით, მასსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის დაპირისპირება მოჰყვა იმ დოკუმენტებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტი კვლევას აწარმოებს. დოკუმენტებში საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის კუთვნილი სამშენებლო კომპანიისთვის თბილისის მერიიდან მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით და აუქციონის გზით, ოთარ ფარცხალაძის, კომპანიისთვის სპეციალური პირობების შექმნაზე, რომლის თანახმადაც, მას თბილისის ცენტრალურ უბანში 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შსს-ში არ აკონკრეტებენ, თუ რა ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები. 

 

 

ავტორი: ნოდარ მელაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები