18 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ფარცხალაძეს დიდხანს მოუწევს დამალვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოუწევს პასუხისგებაც - პავლე კუბლაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას, დაკითხვა პროკურორებმა ცოტა ხნის წინ შეწყვიტეს. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

თორდიას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს მან ძირითადი ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა დაკითხვა ხვალ გაგრძელდება.

„დაკითხვის შეწყვეტა მოხდა იმის გამო, რომ წნევის მატება მოხდა და შესაბამისად, ლაშა თორდიას აღარ შეეძლო, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, ამ ჩვენების მიცემის გაგრძელება. დეტალები ჩემთვის უცნობია, მე ვერ მოგახსენებთ ვერც მოწმის და ვერც პროკურატურის ნაცვლად, რაზე იყო საუბარი, ამიტომ დაველოდოთ. მე იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხვალ მისცემს საშუალებას ლაშას, რომ გააგრძელოს ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო სტურქტურებისთვის,“ - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც, ლაშა თორდიას მტკიცებით, მას პარასკევს ღამე თავს დაესხა, არსად ჩანს.

„ბატონი ფარცხალაძე საერთოდ არ ჩანს ეს დღეები. დიდხანს მოუწევს დამალვა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოუწევს პასუხისგებაც,“ - განაცხადა იურისტმა, პავლე კუბლაშვიმა.

დღის ამბები