საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს მიუსამძიმრა. გიორგი კვირიკაშვილი დღეს ტყიბულში ოთხივე გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინსპექცია შექმნილია და შესაძლოა, ის გასააქტიურებელიც იყოს.
ტრაგედია ტყიბულში 9 მაისს მოხდა. შახტში ჩავარდა მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობა, რომელზეც რემონტი მიმდინარეობდა, დაიღუპა ოთხი მეშახტე. ისინი დღეს დაკრძალეს.
„ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და ბუნებრივია, რომ ჩენ ყველა შეგვძრა ამ ტრაგედიამ. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, შრომის ინსპექცია შექმნილია, შესაძლოა გასააქტიურებელიც იყოს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტექნიკური ზედამხედველობის საკითხებს და ეს საკითხებიც განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.