18 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მოძრაობის წესები მსხვილფეხა საქონლისთვის - 500-ზე მეტი დაჯარიმებული ოჯახი ბოლო 4 თვის განმავლობაში 

500-ზე მეტი დაჯარიმებული ოჯახი ბოლო 4 თვის განმავლობაში - საუბარია მსხვილფეხა საქონელზე საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც თუ პირუტყვი კონკრეტულ ზონას დაარღვევს, მისი მფლობელი ჯარიმდება. 

ოქროყანაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ ძროხის თავშესაფარში წაყვანის ფაქტები, ბოლო დროს გახშირდა. მოსახლეობა ჯარიმის გაუქმებას მოითხოვს.

თუ მსხვილფეხა საქონელი მათთვის დაწესებულ მოძრაობის წესებს დაარღვევენ, ამისთვის მათი პატრონი ან მწყემსი დაჯარიმდება. დედაქალაქის საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებაში, ის ე.წ. ზონებია გაწერილი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც შესაბამისი სამსახური პირუტყვს ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანს, ხოლო მეპატრონეს კი ჯარიმის გადახდა დაეკისრება. 

 

დღის ამბები