თბილისი უკვე მეხუთედ, მსოფლიო მოდის დედაქალაქად გადაიქცა. Mercedes-Benz-ის მეხუთე სეზონის მოდის კვირეულზე 44-მა ქართველმა დიზაინერმა 2017-18 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია აჩვენა.
უკვე მეორე სეზონია, რაც Mercedes-Benz Fashion Week-ს ვეტერანი ქართველი დიზაინერი ავთანდილი ხსნის.
მოდის კვირეულს საერთაშორისო მედიის 50 წარმომადგენელი და 14 ქვეყნის მყიდველი სტუმრობდა. ქართველ დიზაინერებზე ყოველდღიურად წერდნენ. მოდის კვირეული დასრულდა, თუმცა გრძელდება საერთაშორისო მედიის გამოხმაურება.
ყოველდღიურად ათობით სტატია ქვეყნდება მოდური ჟურნალების ფურცლებზე, დიზაინერებს მომავალ სეზონამდე კიდევ უფრო მეტი საქმე გაუჩნდათ, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ, უცხოელებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდა ქვეყანა, სადაც 10 წლის წინ თითზე ჩამოსათვლელი დიზაინერები მხოლოდ ლოკალური მასშტაბისთვის მუშაობდნენ. საქართველო მოდის რუკაზე სამუდამოდ მოინიშნა.
ავტორი: ანანო ბაკურაძე, გვანცა სუთიძე.