ვაკის პარკში დიდი ზომის ხე მოტყდა, რომელიც საბავშვო ატრაქციონს დაეცა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. პარკის ადამინისტრაციას ატრაქციონი გამორთული ჰქონდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოსახლეობამ თავდაპირველად ხეზე დიდი ბზარი შენიშნა, რის შესახებაც მათ სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. მოქალაქეებმა სამაშველო სამსახურს განუცხადეს, რომ ხე შესაძლებელი იყო მომტყდარიყო და ვინმეს დასცემოდა, თუმცა ამ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.
სამაშველოში მოსახლეობას განუმარტეს, რომ თავდაპირველად მერიამ უნდა გასცეს ნებართვა იმის შესახებ, რომ დაზიანებული ხე მოეჭრათ.