18 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
სენაკიდან ნასას კოსმოსურ ცენტრში - ხუთი მოსწავლის გამოგონება, რომელიც მეწყერს პროგნოზირებს

ხუთი სენაკელი მოსწავლის გამოგოგონება, რომელიც მეწყრის პროგნოზირებისა საშუალებას იძლევა. როდესაც მე-8-კლასელელები გვანცა, ლიკა, ნათია, დეა და ალექსი თბილისისკენ მოემგზავრებოდნენ მილენიუმის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თვითონაც ვერ წარმოედგინათ, რომ ეს მხოლოდ დიდი მოგზაურობის დასაწყისი იყო და მათი მარშრუტის საბოლოო პუნქტი კოსმოსური კვლევების ცენტრი, ნასა იქნებოდა.

მათ ჯერ თბილისში დაამარცხეს ყველა მეტოქე - 88 გუნდიდან პირველი ადგილი აიღეს. ამით მოიპოვეს საგზური ამერიკაში, იქაც საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს. ბავშვების წარმატების ფორმულა კი მათივე გამოგონება აღმოჩნდა - სისტემა, რომელიც მეწყრის პროგნოზირებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.

მათი გამოგონება იმ პრინციპით მუშაობს, რომ როდესაც მეწყრის საშიშროება ჩნდება, სისტემა უშუალოდ იმ ადამიანებს ატყობინებს, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ. მათ ავტომატური საგანგაშო მესიჯი მისდით ტექსტით: "მოსალოდნელია მეწყერი. დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია!"

ავტორი: თაკო მესხი. 

დღის ამბები