18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარმოადგენს დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. აქცენტი ქვეყნის მიმართულებასთან, მიმდინარე მოვლენებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ მიგნებებზე გაკეთდება.

ცნობილი გახდება, რუსთავი 2-თან დაკავშირებით საზოგადოების აზრიც. ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

საზოგადოებრივი კვლევა პირისპირ ინტერვიუს პრინციპით, აპრილში ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2 ათას 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

 „პრეზენტაცია გვიჩვენებს თუ როგორია საქართველოს მოქალაქეების აზრი ხელისუფლების, სამინისტროების და საკვანძო ინსტიტუტების საქმიანობის შესახებ. ხალხის ხედვას იმასთან დაკავშირებით, მიდის თუ არა საქართველოს განვითარება სწორი თუ არასწორი მიმართულებით. გავიგებთ უნდა თუ არა ხალხს თავად აირჩიოს პრეზიდენტი, თუ მის არაპირდაპირ არჩევას ანიჭებენ უპირატესობას.

"გამოკითხვა შეეხო რუსთავი 2-ის საქმესაც. შევიტყობთ მოსახლეობის აზრს იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანი იყო პროცესი და ჰქონდა თუ არა ადგილი ხელისუფლების ჩარევას. რუსთავი 2-თან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული ამ პროცესისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ,“ - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

 

დღის ამბები