18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
თავდასხმა ლაშა თორდიაზე - სამოქალაქო სექტორი საერთშორისო თანამეგობრობას ინფორმაციას მიაწვდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, საერთშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს დღეს სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ჩადენილ დანაშაულს არ შეიძლება რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევის კვალიფიკაცია ქონდეს.

„საგანგაშოა, როდესაც სახელმწიფოში კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელს, საკუთარი უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით, თავხედურად უსწორდება ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობთ, ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და სწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ადეკვატური იქნება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც შეეხება სახელმწიფოს წარმომადგენლის მიმართ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებულ თავდასხმას,“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოძიების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი და დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„ხელისუფლებამ იფიქროს და შექმნას საგამოძიებო მექანიზმი, დამოუკიდებელი, რომელიც გამოიძიებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ეჭვმიტანილი პირები არიან პოლიციის ყოფილი თანამშრომლები ან ძალოვანი უწყებების, მაღალი თანამდებობის პირები,“ - აცხადებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი დიმიტრი ხაჩიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები