18 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
ნაზღაიძის საქმე - ოპოზიცია სასამართლოს დავით ნარმანიას დაკითხვას სთხოვს

რამდენად კანონიერი იყო რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემა - საკითხის შესწავლას თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს. პროცესი 13:30 საათზე არის ჩანიშნული.

შესაბამისი სარჩელით სასამართლოს ოპოზიციამ მიმართა, სადაც ამტკიცებენ, რომ გარიგება უსამართლო იყო, შეიცავდა სავარუდო კორუფციის ნიშნებს და ის ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

დღეს ოპოზიციამ საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა. ოპოზიცია სასამართლოს თბილისის მერის, დავით ნარმანიას, მოწმის სახით დაკითხვას სთხოვს.

„გვსურს, სასამართლომ სახე შეინარჩუნოს, გაუძლოს გამოწვევას და ბატონი ნარმანია დაბარებული იქნას მოწმის სტატუსით,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარინა დათუკიშვილმა. 

დღის ამბები