საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ დიკლოში იყო.
როგორც სეისმოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, ბიძგები ომალოსთან ახლოს დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.