რიგით მესამე მედიათეკა გაიხსნა დღეს ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე. ე.წ. კიკვიძის ბაღში თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა და დასვენებისა და გართობის ცენტრი გაიხსნა. მედიათეკაში 20 ათასამდე სხვადასხვა დასახელების ელექტრონული და ბეჭდური წიგნი იქნება განთავსებული, ტერიტორიაზე ასევე მოქალაქეები სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე შეძლებენ დასწრებას.
ნაძალადევის რაიონის მედიათეკა ტერიტორიით ყველაზე დიდი ცენტრია. მედიათეკა თბილისის მერმა და საკრებულოს წევრებმა გახსნეს.
„მედიათეკის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომელიც არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონს მოემსახურება, არამედ მთელ ქალაქს. აქ არის 20 ათასამდე სხვადასხვა სახის წიგნი უკვე შეძენილი და განთავსებული და ეს ფონდი კიდევ უფრო მეტად განახლდება მომავალში,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.