18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
საიუბილეო მოვლენები 2017 წელს - გორისა და ატენის  ეპარქიაში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი

საიუბილეო მოვლენები 2017 წელს - გორის სასულიერო სასწავლებლის დაარსებიდან 200, საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წელი.

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გორისა და ატენის  ეპარქიაში დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები.

ხვალ, 16 მაისს, გორის სასულიერო სასწავლებელში შესრულდება საზეიმო ლიტურგია, რომელსაც აღავლენს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ეპარქიის სამღვდელოებასთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად. წირვის შემდგომ გადახდილ იქნება სამადლობელი პარაკლისი.

ამავე დღეს,  გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საზეიმო საღამო.

18 მაისს კი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიხსნება წმინდა მღვდელმოწამე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის გორის VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ასევე ეძღვნება ზემოთ ხსენებულ  საიუბილეო თარიღებს.

დღის ამბები