ბოლნისში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ესეების კონსურსი გამოცხადდა. კონკურსში სახელწოდებით ჩემი ევროპული საქართველო ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულ ავტორებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ესეების კონკურში მონაწილეობა 46-მა ახალგაზრდამ მიიღო.