18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
დაპირისპირება ხანდოს ხეობაში - ადგილობრივები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ

კიდევ ერთი დაპირისპირება ხანდოს ხევში და შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები - ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მტკიცებით, სოფელ მუგუდოში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ანძების მშენებლობის დროს საფლავების გადათხრა არ იგეგმება. კალაძე მიიჩნევს, რომ მოსახლების პროტესტს დესტრუქციული არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ. მისი მტკიცებით, 500 კილოვატიანი ენერგოგადამცემი ხაზები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

ხანდოს ხეობის მოსახლეობამ ენერგეტიკის მინისტრს მალევე უპასუხა. მათ თქმით, კახი კალაძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივები ითხოვენ, რომ მინისტრი ვითარებას ადგილზე გაეცნოს.

დღეს სპეცტექნიკამ მუშაობა სოფელ ხამუყშაში მხოლოდ ერთი საათით შეძლო. მთის მოჭრის სამუშაოების დროს ქვის ცვენა დაიწყო და მიწის ნაკვეთები დაზიანდა. მომხდარმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია რა დროსაც დაპირისპირება მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან მოხდა. ინციდენტის შემდეგ ”ენერგოტრანსმა” ტერიტორიიდან სპეც ტექნიკა გაიყვანა. ადგილობრივების მტკიცებით საპროტესტო აქციები ხუთშაბათს განახლდება.

დღის ამბები