18 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
თორნიკე კაჭარავას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ 

სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ ბრალს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის, მეგობარს. თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ, რასაც დაკავებული უარყოფს.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული კაჭარავა ადვოკატმა მოინახულა. ის ეჭვს გამოთქვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი.

პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, მათ შორის იყო პრეზიდენტის შვილიც. 

„მას არ ჰქონია ეს ნარკოტიკული საშუალება, ამას თვითონაც განმარტავს. მას საერთოდ ეგონა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს მას და არა ნარკოტიკული საშუალება. დაკავება მოხდა ერთი უწყების მეირ, ხოლო  როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მისი მეგობრის და ბიძამისის მიმართ საქმეს უკვე აწარმოებდა დიდუბე ჩუღურეთის სამმართველო. შემოწმებამდე უკვე წინასწარ დაგეგმილივით, მათი საქმე გამოიყო ცალკე და გადაეცა სხვა რაიონს, ხოლო თორნიკეს საქმე კრიმინალურმა დეპარტამენტმა დაიტოვა,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა პაპავამ.

ანა მარგველაშვილმა განცხადება, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ჯერ კიდევ 21 მარტს გადაცემა არჩევანში გააკეთა.

დღის ამბები