25 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულია ხუთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები