სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯიან მანგანეზში სპეციალური მმართველი დაინიშნა.
გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით დანიშნულ მმართველს ჭიათურაში გარემოს დაცვითი პრობლემები უნდა მოეგვარებინა, თუმცა მმართველი ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის განკარგვის აფსოლიტურ უფლებასაც ფლობს.
ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
„უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც კომპანიის განკარგვის სრული უფლება ეძლევა სპეციალურად დანიშნულ მმართველს. ეს მოქმედებები გულისხმობს ჭიათურაში ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას, რომელიც ძირითადად მათივე მოტივით მომდინარეობს, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოქმედებით, მაგრამ სპეციალური მმართველი დაინიშნა მთლიანად ჯორჯიან მანგანეზში, რომელშიც შედის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა,“ -განაცხადა ჯორჯიან ემერიქენ ელოიზ PR-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ზაქარია ზალიკაშვილმა.