18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ფილარმონიის წინ ჯგუფი "სახეს" ვარსკვლავის გახსნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა

ფილარმონიის წინ გახსნილ ვარსკვლავებს კიდევ ერთი შეემატა. საკუთარი ვარსკვლავი აქვს ჯგუფ სახესაც, თუმცა ამჯერად ამ ფაქტს კულტურის სფეროში გაღიზიანება და დაპირისპირება მოჰყვა.

დავით ოქიტაშვილი ერთ-ერთია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჯგუფს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი ჯერ არ უნდა ჰქონდეს. მისი გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სახემ 20 წლის იუბილეზე სწორედ ვარსკვლავი გახსნა, ოღონდ სულ სხვა ადამიანების ორგანიზებით.

ჯგუფი სახის ვარსკვლავი მთავარი განსახილველი თემა იყო კულტურის სფეროს წარომადგენლებში. დავით ოქიტაშვილის მოწვევით ისინი საკრებულოში შეიკრიბნენ და ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების კრიტიკას დღეს თავად ჯგუფის წევრმა უპასუხა. დავით ფორჩხიძისთვის მოულოდნელია რეაქცია, რომელიც ჯგუფ სახის ვარსკვლავის გახსნას მოჰყვა.

ვარსკვლავის გახსნის იდეით კონცერტის ორგანიზატორები გამოვიდნენ, თუმცა კულტურის პალატამ ვარსკვლავის გახსნა დროებით შეაჩერა. ორგანიზატორებმა ნებართვა ამის შემდეგ ფილარმონიის ხელმძღვანელისგან მიიღეს. ამ პროცესს წინ საინიციატივო ჯგუფის ხელმოწერები უძღოდა, რომლებიც ჯგუფისთვის ვარსკვლავის გახსნას ითხოვდნენ.

დღის ამბები