ხანდოს ხეობის მოსახლების პრობლემებს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაეცნო. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, სოფელ მუგუდაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ადგილას მაღალი ელექტროგადამცემი ხაზების ანძების მშენებლობა სასაფლაოებთან მიმდინარებს. ადგილობრივების განცხადებით, კი პროექტის მიხედვით, მალე საფლავების გათხრაც დაიწყება.
დღესვე საია ადგილობრივებს შეხვდა სოფელ ხანდოში, იქ სადაც სამუშაოები შეჩერებულია.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის პოზიციები უნდა გაიზიაროს და ანძების მშენებლობისთვის ალტერნატიული ტერიტორია გამოყოს.
„ხელისუფლება ვალდებულია, რომ თვითონ ამოვიდეს აქ ადგილზე, ნახოს სიტუაცია თბილისიდან არ დაუქნიოს თითი და არ დაამუნათოს ისინი, რომ არიან მართულები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.