18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
საქართველოში მუზეუმის კვირეული იწყება

დღეიდან საქართველოში მუზეუმის კვირეული იწყება. გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურულ აქციები ყველა მუზეუმში მოეწყობა და ერთი კვირის მანძილზე მსურველებს შესვლა უფასოდ შეეძლებათ.

კვირეულთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ საქართველოს მუზეუმები და მათი წარმომადგენლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, საქართველოში არსებული ყველა მუზეუმი აქციაში ჩაერთვება. მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიბებეი 27 მაისს დასრულდება.

დღის ამბები