სომხეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების ნაწილსა და თბილისის გარკვეულ უბნებს შეეხო.
დროებითი გათიშვა გადამცემი ხაზი ალავერდის გამორთვამ გამოიწვია. ენერგო პრო ჯორჯიაში და თელასში აცხადებენ, რომ მოხდა სისტემური გათიშვა. დროებით შეჩერებული იყო მეტროპოლიტენის მუშაობა საბურთალოს ხაზზე.
„დეტალები დგინდება ამ ეტაპზე. რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ გამოირთო სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ალავერდი, რამაც გამოიწვია მოხმარების შეზღუდვა,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა, ეკა ვერულაშვილმა.