18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საკომპენსაციო თანხა - უცნობია, შეცვლიან თუ არა პოზიციას ხანდოს ხეველები

ხანდოს ხეველებმა შესაძლოა კომპენსაცია მიიღონ - ყველა იმ ოჯახს, რომლის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთთან, მაღალი ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდება, კომპენსაციის ზუსტ ოდენობას დაუდგენენ. შეხვედრაზე, რომელიც კალაძის ინიციატივით ხანდოს ხეობის მოსახლეობასთან შედგა, ენერგეტიკის მინისტრმა ადგილობრივებს შეახსენა, რომ პროექტის ფარგლებში საკომპენსაციო თანხაა გამოყოფილი.

ხანდოელების განმარტებით, ადგილობრივები კომპესაციებზე ამ დრომდე უარს აცხადებდნენ, თუმცა შეცვლიან თუ არა პროტესტის მონაწილეები პოზიციას, უცნობია.

მუგუდასა და ხანდოში დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

სოფელ მუგუდაში, იქ სადაც საფლავებია განთავსებული, სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ხანდოს ხევში და ფასანაურში კი, მშენებლობა მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ენერგოტრანსი სამუშაოების მეთოდოლოგიას წარადგენს და დამცავ ჯებირებს დაამონტაჟებს.

დღის ამბები