18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
სიტუაცია დაცვის პროპორციული ძალის გამოყენებით იქნა განეიტრალებული - გაგი მოსიაშვილი

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, გადაცემა არჩევანში თქვა, რომ მათ მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ დაცვის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ინციდენტის განმუხტისთვის გამოიყენეს პროპორციული ძალა.

ადვოკატი ირწმუნება, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ცრუობს და 12 მაისს ოთარ ფარცხალაძის მხრიდან რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

„როდესაც პირადი სივრცე დაირღვა, როდესაც მისალმების ფორმა დაუწუნა ლაშა თორდიამ, დაცვის, კერძო დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენებით იქნა განეიტრალებული ეს სიტუაცია,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის ვალდებულებაა, დასაცავ ობიექტი დაიცვას ნებისმიერი თავდასხმისგან,  მათ შორის მორალური და ფიზიკური თავდასხმისგან.

გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ მცირე ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა. 

დღის ამბები