„რაც შეეხება ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით, ბატონი ოთარ ფარცხალაძე მზად არის, შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში,“ - ეს განცხადება ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
„რაც შეეხება ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით, ბატონი ოთარ ფარცხალაძე მზად არის, შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ამით ბატონი ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნება საბოლოოდ უსაფუძვლო,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძის გარკვეული სახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, როდესაც, მისი თქმით, „ბატონი ლაშა საუბრობს, რომ, თურმე, ის თრობის ქვეშ იყო“.