18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"12 განრისხებული მამაკაცი" მსჯავრდებულთა მონაწილეობით
12 განრისხებული მამაკაცი მსჯავრდებულთა მონაწილეობით. რუსთაველის თეატრში გამართულ სპექტაკლში დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების 18 პატიმარი მონაწილეობდა. სპექტაკლის რეჟისურა, ადაპტირებული სცენარი და მუსიკა თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით.
 
წარმოდგენას პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კათოლიკოსპატრიარქი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც ასეთი რამეები ხდება და სადაც პატიმრები ასეთი ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მაყურებელთა შორის იმყოფებოდა 120-მდე მსჯავრდებულიც.
 
სპექტაკლის პარალელურად, რუსთაველის თეატრის ფოიეში პატიმართა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დღის ამბები