18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღე - მრევლი და სასულიერო პირები ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან

ამ წუთებში თბილისის მასშტაბით ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან.

შეკრება ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, ოპერისა და პარლამენტის შენობების წინ, ასევე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მღვდელმთავრები გადაიხდიან პარაკლისს, ხოლო შემდეგ კონცერტები გაიმართება.

მოეწყობა მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე სამების ტაძარში მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს და პარაკლისს გადაიხდის.

„მის უწმინდესობას არა ერთხელ უთქვამს, რომ  პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, მოზარდისათვის საჭიროა გარემო, რომელიც უნდა შექმნას ოჯახმა, სკოლამ და ეკლესიამ. ამ დღესთან დაკავშირებით, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ორი უძვირფასესი ხატი, ივერიის ხატად წოდებული და აწყურის ხატი დაიწყებს მსვლელობას 13:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ვარდების მოედნიდან და მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საზეიმო პარაკლისი გადაიხდება,“ - განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. 

დღის ამბები