18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები - ლგბტ პირთა და უფლებადამცველთა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საზოგადოების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო.
აქციას მონიტორინგს გაუწევენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალური სამარშუტო ტაქსებით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. კანცელარიასთან მისასვლელი თითქმის ყველა ქუჩა გადაკეტილია.

აქციაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, ლგბტ პირები და უფლებადამცველები იღებენ.

ისინი ჰომფობიას ტრანსფობიას და ძალადობას აპროტესტებენ.

„სპეციალური ადგილებიდან სპეციალური მარშუტკებით მოვედით, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხო ყოფილიყო. შსს-ს დახმარებით და ეს შეკრება არის იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი აზრი,“ - განაცხადა მირანდა ფაღავამ.

დღის ამბები