18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დასრულებულია

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქცია დასრულებულია. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ლგბტ პირებმა მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. 

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეციალური სამარშრუტო ტაქსებით მივიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მიმდინარე აქციის გამო კანცელარიასთან მისასვლელი თითქმის ყველა ქუჩა ჩაიკეტა. 

შეკრებილებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს და ძალადობა გააპროტესტეს. 

მათ მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია სპეციალური სამარშუტო ტაქსებით დატოვეს. 

სამოქალაქო სექტორის წევრების განცხადებით, სამწუხაროა, როცა მსგავსი აქციების გამართვის დროს შსს-ს თუ სხვა ძალოვანი უწყებებს უწევთ, რომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გაატარონ.

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების სამარშუტო ტაქსებით მოყვანა მეტყველებს, რომ ქვეყენაში ჰომოფობიის და ტრანსფობიის პრობლემაა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები