18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ოჯახის სიწმინდის დღე - რამდენიმე წუთში სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება

საზოგადოების ნაწილი დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. თბილისის ცენტრში, 5 სხვადასხვა ადგილას დილიდან შეკრებილები არიან სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს, კონცერტები გაიმართა.

რამდენიმე წუთში კი, სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი დღეს მრავალშვილიან დღეს სიგელებით დააჯილდოვებს.

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე 2014 წლის 17 მაისიდან აღინიშნება, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ დღის აღნიშვნა სწორედ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს დაუპირისპირა.

დღის ამბები