ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პროკურატურასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები საქმის დროულად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
მათთან პროკურატურის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მივიდა და ადვოკატსა და სამ დაზარალებულს გაესაუბრა. მთავარი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელის თქმით, მათ მოთხოვნებს პროკურატურას გადასცემს.