18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ახალგაზრდების ჯგუფი ოჯახის სიწმინდის დღეს მდუმარე აქციით შეუერთდა

ახალგაზრდების ჯგუფი ოჯახის სიწმინდის დღეს მდუმარე აქციით შეუერთდა. მათ დიდ საკონცერტო დარბაზთან პლაკატიც გაშალეს. ახალგაზრდებმა აქციაში მონაწილეობა სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს. 

საზოგადოების ნაწილი დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. თბილისის ცენტრში, 5 სხვადასხვა ადგილას დილიდან შეკრებილები არიან სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი.

ისინი სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით მიემართებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი დღეს მრავალშვილიან ოჯახებს სიგელებით დააჯილდოვებს.

დღის ამბები