18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ნავთლუღის ბაზართან მოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ნავთლუღის ბაზართან მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე არ არის საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა და წყალგაყვანილობა.

მოვაჭრეები ჩივიან, რომ ბაზრის ტერიტორიას არ აქვს სახურავი, რის გამოც, მათ პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე ისნის რაიონის გამგებელიც მივიდა. ვახტანგ ქიზიყურაშვილი გარემოვაჭრეებს ყველა პრობლემის მოგვარებას, კვირის ბოლომდე დაჰპირდა.

გარევაჭრობა 8 მაისიდან შეიზღუდა, რის შემდეგაც მოვაჭრეები ბაზრობის ტერიროტიაზე გადავიდნენ.

დღის ამბები